„განათლების უფლების პოპულარიზება თანატოლგანმანათლებლობის გზით“ - ნადაბურის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებმა უმცროსკლასელებს ცოდნა გაუზიარეს
18-12-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, პროექტის - „განათლების უფლების პოპულარიზება თანატოლგანმანათლებლობის გზით“ ფარგლებში, მე-12 კლასის მოსწავლეებმა მე-10 კლასის მოსწავლეებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს. 

პროექტის თემა „მეწარმეობა“ გახლდათ, ხოლო პრეზენტატორები ანა გელაშვილი და ელენე გელაშვილი იყვნენ. მოსწავლეებმა იმ ინფორმაციაზეც ისაუბრეს, რაც საგან სამოქალაქო განათლებაში დააგროვეს. 

„მნიშვნელოვანი გზავნილი მოსწავლეებს: „ჯუნიორ ეჩივმენტის“ ცნობით, სამეწარმეო საქმიანობის 13%-მა სწორედ სკოლის ასაკის პერიოდიდან დაიწყო სამეწარმეო საქმიანობა“,- ითქვა აქტივობის ფარგლებში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203