ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში იასპარეზეს
18-12-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში აქტიური და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებაში მონდომებით ერთვებიან. 

აღსანიშნავია, რომ ახლახან, ნადაბურისა და ხევის საჯარო სკოლების მოსწავლეები სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში - „მხიარულ სტარტებში“ ერთმანეთს შეეჯიბრნენ.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და იხალისეს. შეჯიბრის შედეგად, ნადაბურის სკოლამ - 21 ქულა, ხოლო ხევის სკოლამ 28 ქულა მოიპოვა. მათი სპორტის მასწავლებლები: მარიამ ქველაძე, სოსო ხაჩიძე და ზაზა ბერაძე არიან.

აქტივობები ხევის საჯარო სკოლაში გაიმართა, რისთვისაც სრულიად სასკოლო საზოგადოებას ნადაბურის საჯარო სკოლა მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203