
ბათუმის N20 საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ.
ამჯერად, მოსწავლეები - ზურა გოგუაძე და დათუნა ჯინჭარაძე კონტაქტურ კარატეში აჭარის ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ მათ ღირსეულად იასპარეზეს, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და წარმატებას მიაღწიეს.
ზურა გოგუაძე და დათუნა ჯინჭარაძე აჭარის ჩემპიონები გახდნენ. სკოლაში მათ ულოცავენ და უამრავ წარმატებას უსურვებენ.
„ვულოცავთ მოსწავლეებს, წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: