
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას ემსახურება.
მათ შორის აღსანიშნავია, ლამაზი ღონისძიება, რომლითაც მოსწავლეებმა წელიწადის ულამაზესი დრო „შემოდგომა“ გააცილეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმტაცი სანახაობით წარდგნენ. ბავშვებმა შემოდგომის სიუხვესა და მარავლფეროვნებას ხოტბა შეასხეს, წაიკითხეს ლექსები და გაითამაშეს თეატრალური წარმოდგენები. ღონისძიების ბოლოს კი მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: