დაბა ურეკის საჯარო სკოლაში საერთაშორისო ტურნირიდან ჩემპიონის ქამრით დაბრუნებულ მე-11 კლასელ ნიკა კუტალაძეს გამარჯვება საზეიმოდ მიულოცეს
18-12-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის - ნიკა კუტალაძის სპორტული წარმატება იზეიმეს. 

1-ელ დეკემბერს, ქალაქ ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, კიკ-ბოქსინგში K-1 წესებით, ურეკის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნიკა კუტალაძემ დაიკავა პირველი ადგილი, 62 კგ კატეგორიაში, და ჩემპიონის ქამრით დაბრუნდა სამშობლოში.

სკოლაში მოსწავლეს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, მიულოცეს გამარჯვება და მხურვალე აპლოდისმენტებითა და შეძახილებით დააჯილდოვეს. 

„ვულოცავთ, ნიკას გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს უსურვებენ მომავალშიც არაერთხელ ასახელოს, როგორც სკოლა, ისე სოფელი და სრულიად საქართველო. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203