ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ბარბარობის დღესასწაულს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
18-12-2024

ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა ჩამოყალიბებული.

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგების ზრუნვის საგნი, სხვადასხვა საკითხის მიმართ, მათი ცნობიერების გაღრმავებაა. 

ამჯერად, მე-8 კლასმა საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „წმინდა ბარბარე და ბარბარობის დღესასწაული საქართველოში“ გამართა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს. 

სასკოლო საზოგადოებამ კი, ბარბარობის დღესასწაული ერთმანეთს მიულოცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203