
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სკოლას წარმატებით ასახელებენ.
ახლახან, სკოლის პირველი კლასის მოსწავლე თომა გიორგაძემ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გამართულ ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მხატვრული კითხვის კონკურსში - „საუფლო ჩემი“ გაიმარჯვა.
მოსწავლეს წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.
სკოლაში პირველკლასელს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„კარგი დასაწყისია. გილოცავთ თომა წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მადლობას უხდიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ნინო სალიას.