
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები მუშაობენ, რომელთაც მოსწავლეები დიდ პატივს სცემენ.
ერთ-ერთი მათგანი მასწავლებელი ელისო გაბრიჭიძე გახლავთ. ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ მას მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს. ელისო გაბრიჭიძეს მოწაფეებმა თვალების დახუჭვა სთხოვეს და მაგიდაზე ტკბილეული დაულაგეს.
ბოლოს, მოსწავლეები მას ჩაეხუტნენ და თბილი სიტყვები მიუძღვნეს. აღსანიშნავია, რომ ამ ჟესტმა პედაგოგი ძალიან გაახარა
„სამყარო სიყვარულის გარეშე ვერ იარსებებს. ბედნიერი შობა-ახალი წელი, ელისო მასწავლებელო“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო: