
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან.
ახლახან, მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა პროექტი - „ქართული ფრესკების კვალდაკვალ“ განახორციელეს. მის მიმდინარეობაში თითოეული მათგანი აქტიურად მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, გასვლითი ღონისძიება გამართეს, ფრესკებს ახლოდან გაეცნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
„მათ გაითავისეს, რომ ქართული ფრესკები, საუკუნეთა ქარიშხალში დაცული კედლის ჰარმონიაა, სადაც ფერები და ფორმები მლოცველის სულს უკვდავებას ჰპირდებიან“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: