ნადაბურის საჯარო სკოლის მე-3 კლასელებს ინგლისური ენის საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
18-12-2024

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან სასწავლო სტრატეგიებსა და რესურსებს მიმართავენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-3 კლასში ჩატარებული ინგლისური ენის ღია გაკვეთილი. მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახალისო ინგლისურენოვანი აქტივობები და გამართეს დიალოგი.

სასწავლო პროცესს პედაგოგი მარინე გელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203