საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვირეულით გამოეხმაურნენ
18-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი - „ცვლილებების პიკი“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს კვირეულით შეუერთდა.

მის ფარგლებში დაიგეგმა, რომ კლუბის წევრებს, „მსოფლიო კაფეს“ მეთოდით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის ემასპინძლათ. აქტივობაში ყველა მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. 

აღსანიშნავია, რომ პირველი მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრაც წარმატებით წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203