
ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის ქალაქ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლაში წარმატებით მუშაობს კლუბი Language Leader, რომლის წევრი მოსწავლეები ინგლისურ ენას სიღრმისეულად სწავლობენ.
ახლახან, კლუბის ფარგლებში ჩატარდა ძალიან საინტერესო და სახალისო გაცნობითი შეხვედრა.
შეხვედრის ფარგლებში, თითოეულ მონაწილეს ინგლისურად უნდა დაეწერა რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი საკუთარ თავზე. შემდეგ ეს ჩანაწერები შეიკრიბა, შემთხვევითობის პრინციპით განაწილდა და თითოეულმა მონაწილემ წაიკითხა მიღებული ტექსტი ხმამაღლა.
„მთავარი ამოცანა იყო, ერთმანეთის დახმარებით გვემხილა, ვინ აღწერა თავი მოცემულ ტექსტში“, - გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ აქტივობა არა მხოლოდ ენის პრაქტიკისთვის აღმოჩნდა სასარგებლო, არამედ თბილი და მეგობრული გარემოს შექმნაშიც დაგვეხმარა.
კლუბის ხელმძღვანელი სალომე ზარქუა გახლავთ, აქტიური მოხალისე კი ნია კანკია.
იხილეთ ფოტოები: