
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ახლახან, სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „ცვლილებების პიკის“ ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ ბანკში სასწავლო-პრაქტიკული ვიზიტი გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე ინტერესით ჩაერთო, მათ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს, შეკითხვები დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ გასვლითი აქტივობა პროექტის - „ეკონომიკის სწავლება ციფრულ ეპოქაში“ ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: