
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებული და მხარდაჭერილია, მათი მიღწევები კი საამაყო.
ახლახან, სკოლაში მე-11 კლასის მოსწავლის საბა გოგაძის სპორტული წარმატება დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს.
3, 4 და 5 დეკემბერს, თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ტაეკვანდოში 78კგ წონით კატეგორიაში, საბა გოგაძემ პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოსწავლეს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს და გამარჯვება განსაკუთრებულად მიულოცეს.
„ვულოცავთ, საბას ჩემპიონობას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო