ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეების საქმიანობას გაეცნენ
18-12-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და პროექტებით. 

ამჟამად, ბალდის საჯარო სკოლაში X-XI- XII კლასის მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სამოქალაქო განათლების სწავლების ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე - „ჩემი თვალით დანახული მარტვილელი მეწარმეების საქმიანობის ერთი დღე“, რომლის მიზანია გაეცნონ ადგილობრივ მეწარმეებს და ადგილზე დააკვიდნენ მათი საქმიანობის პროცესს.

„ამ მიზნით საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრ მასწავლებლებთან ერთად ვეწვიეთ სოფელ ტალერში მდებარე საწარმო „ალებურის“ ხელმძღვანელს - კაკო თოდუას და მის გვერდით მდგომ ჩვენს კურსდამთავრებულ გოგა სილაგავას, რომლებმაც ამომწურავად ისაუბრეს თავიანთ ბიზნესსაქმიანობაზე და დაგვათვალიერებინეს საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესები. ხის მორის დამუშავების პროცესიდან, მზა პროდუქციამდე, რომელთა რეალიზაციას ახდენენ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღფრთოვანებული დავრჩით დასაქმებულ ქალთა რაოდენობით საწარმოში.

დიდი მადლობა ბატონ კაკოს ასეთი გულთბილი დახვედრისთვის, რომელმაც თვალნათლივ დაგვანახა თუ რა როლი ითამაშა მან საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრის საქმეში.

ასევე, ვესტუმრეთ ქალ მეწარმეს - ანა ჯგერენაიას, რომელიც აწარმოებს როგორც ევროპული ტიპის ყველს, ასევე ქართულ ტრადიციულსაც.

მან მინი ლექცია ჩაატარა მოსწავლეებთან თუ როგორ გახდა ერთი ჩვეულებრივი მასწავლებელი ფერმერი და რა დიდი შრომის შედეგად შექმნა მცირე საწარმო „ყველის სახლი“. წარმატებებს ვუსურვებთ ანას შემდგომ იდეების განხორციელების საქმეში.

მადლობა, ჩვენს მასპინძლებს საოცარი დახვედრისთვის და დაუვიწყარი დღის მოწყობისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში და პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კიდევ ერაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203