აბულის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
18-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აბულის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით მოსწავლეებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებისა და პედაგოგ კარინე ვოსკანიანის ინიციატივით, გარემოსდაცვითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მიზანი იყო ნარჩენების გადამუშავებისა და დახარისხების მნიშვნელობის გააზრება. 

მოსწავლეებმა საკითხი ღრმად შეისწავლეს, მსოფლიო პრაქტიკა მოიძიეს და ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

„გარემოს დაცვის საკითხი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი საკითხია, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბავშვებს ბავშვობიდანვე უნდა გავაცნოთ ეს საკითხები და მოვუწოდებთ მათ პატივისცემით მოეპყრონ ბუნებას და გარემოს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხახს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203