დედალაურის საჯარო სკოლაში ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო ეკოაქტივობებით აღინიშნა 
18-12-2024

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან პედაგოგები მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში გაიმართა ნიადაგის დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა ღონისძიების ხელმძღვანელმა - მზია ქელბაქიანმა.

მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა გამართეს პრეზენტაცია ნიადაგის მნიშვნელობის, დეგრადაციის, დაბინძურების და დაცვის შესახებ.

მე-7, მე-8 კლასელებმა დადგეს სცენარი - „ნიადაგს ჩვენი დახმარება სჭირდება“.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გუნდები: „ჭიანჭველა“ და „თხუნელა“.

მათ მიეცათ დავალებები: 1. საჭირო რესურსების გამოყენებით შეექმნათ ნიადაგის
ჭრილის მაკეტი; 2. ნიადაგის შრეების სამუშაო ფურცლის გამოყენებით, არეული
ასოებიდან შეედგინათ ნიადაგის შრეების სახელწოდებები; 3. დახმარებოდნენ
ჭიაყელას ლაბირინთის გავლაში; 4. მოეწყო ეკოვიქტორინა.

გუნდებმა მიცემულ დავალებებს კარგად გაართვეს თავი. სკოლის დირექტორმა - გულიკო ფირცხალავამ გუნდები სიგელებით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203