ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები საზეიმოდ გადასცეს
18-12-2024

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლას არაერთი წარჩინებული ახალგაზრდა აღუზრდია, რომელთა მიღწევები დირექციისა და პედაგოგებისთვია საამაყოა. 

ახლახან, სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ ოქროს მედლებით.

მედლები გადაეცათ - ელენა გრიგორიანს, ანაჰიტ სანდაძეს, ანაჰიტ იორდანიანსა და ტათევიკ საჰარიანს.

სკოლაში კურსდამთავრებულები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს და წარჩინებულ ახალგაზრდებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს ოქროს მედლები. 

სკოლაში ახლგაზრდებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„ოქროსმედალოსნებს ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას! ეს მათი შრომისა და მიზანდასახულობის ნათელი დასტურია. ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203