საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პირველკლასელებმა საახალწლო სპექტაკლი ნახეს
17-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ზღაპრული წინასაახალწლო განწყობა სუფევს. პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სასკოლო ცხოვრებაში სადღესასწაულო ელემენტები შეაქვთ. 

ახლახან, გასართობი ექსკურსიების ფარგლებში თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის Iბ კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ქეთი მოსულიშვილი) თეატრში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებმა ნახეს ყველასათვის საყვარელი საახალწლო სპექტაკლი „გრინჩი“.

სპექტაკლის ბოლოს მოსწავლეები თოვლის ბაბუამ საახალწლო ტკბილეულით დაასაჩუქრა. პირველკლასელები დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203