
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულია.
თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ინგა ჩადუნელი) წინასაახალწლო-საშობაო ღონისძიებების ფარგლებში ლიტერატურულ-ეთნოგრაფიული კომპოზიცია წარმოადგინეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
მათ საქართველოს კუთხეების მიხედვით შობა-ახალი წლის წეს-ჩვეულებები წარმოუდგინეს დამსწრე საზოგადოებას.
ღონისძიებას ესრებოდნენ გიმნაზიის დირექცია, მასწავლებლები და მოსწავლეთა მშობლები.
იხილეთ ფოტოები: