„არ იცოდე ისტორია, იგივეა, სამუდამოდ ბავშვად დარჩე“- ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში შემეცნებითი კონკურსი ჩატარდა
17-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული. 

12 დეკემბერს, სკოლის საზოგადოებრივი კათედრის (კათედრის ხელმძღვანელი - ნანა მაისურაძე) ორგანიზებით, ჩატარდა შემეცნებითი კონკურსი - „არ იცოდე ისტორია, იგივეა, სამუდამოდ ბავშვად დარჩე“ (ციცერონი).

კონკურსში, პედაგოგების - ლოლა ტოფაძისა და ირმა ქარქაშაძის სადამრიგებლო - VII და VII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსამზადებელ პერიოდში მათ X-კლასელები უწევდნენ კონსულტაციას. ყველა ჯგუფს თავისი უფროსკლასელი ხელმძღვანელი ჰყავდა.

„გორგასლიანი“, „მემატიანე", „მისიონერები“, „წარსულის ნაკვალევი“ - ეს არის იმ გუნდების სახელწოდებები, რომლებსაც განსაზღვრულ დროში უნდა შეევსოთ კროსვორდები, შეთავაზებული ასოები დაელაგებინათ და მიეღოთ სიტყვა, ტექსტის მიხედვით ამოეცნოთ პიროვნება და ა. შ.

დავალებებს წარმატებით გაართვა თავი „გორგასლიანმა“ და ლიდერებთან ერთად, გამარჯვების სიგელები დაიმსახურეს. კონკურსმა საინტერესოდ ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203