„ნოემბრის მიწურულს...“- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება 
17-12-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა. 

მათ შორის, მე-5 კლასის მოსწავლეთა მონაწილოებით ღონისძიება - „ნოემბრის მიწურულს...“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მეხუთეკლასელი განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ ბევრ მნიშვნელოვან ფაქტორს გაუსვა ხაზი. მათ შორის, თეატრალურობას, შემოქმედებითი უნარების მკაფიოდ გამოვლენას, მხატრული ლექსის კითხვას, ქართული შემოქმედების ტრადიციულ ხაზსა და სულით ხორცამდე ძირძველი ტრადიციების გაღვივებას.

ღონისძიება კლასის დამრიგებლის - ელენე დიასამიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„შემოდგომის სეზონი განასკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა ღონისძიების კონტექსტში. მოსწავლეები კიდევ უფრო დარწმუნდნენ, რომ შემოდგომა სულის სეზონია. პატარა მოფუსფუსე ქალბატონებმა და ვაჟკაცებმა სავსე, დოვლათიანი შემოდგომა გააცილეს მრავალჟამიერით, მალე სამყარო ცივი ზამთრის საბანს დაიხურავს“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ელენე დიასამიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203