მუსხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „საშობაო ზღაპარი“ დიდ სცენაზე ნახეს 
17-12-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის წინასაახალწლო დღეებიც დღესასწაულია. 

პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ და სასკოლო ცხოვრებაში სადღესასწაულო ელემენტები შემოქავთ. 

ახლახან, მუსხის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები და კლასი დამრიგებელი ლია ოქრომელიძე ესტუმრნენ ახალციხის თოჯინების თეატრს. ბავშვებმა თეატრში სპექტაკლი -„საშობაო ზღაპარი“ ნახეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები ნანახით კმაყოფილი და აღფრთოვანებული დარჩნენ და შთამეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203