საჩინოს თემის N2 სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალური თამაშის რეგიონალური ტურის გამარჯვებულია
17-12-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე წარმატებით აისახება. 

15 დეკემბერს, ქალაქ სენაკში ჩატარდა გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინალი, სადაც სკოლის გუნდმა - „ჯვაროსნებმა“ 1-ელი ადგილი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ქულების ჯამური რაოდენობით გუნდი „ჯვაროსნები“ საქართველოს მასშტაბით მე-4 ადგილზეა.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, მოსწავლეებს და ძალიან გვიხარია!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203