ხულგუმოს საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი
16-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მათ სურვილებს მორგებულ გაკვეთილებს სთავაზობენ და მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასაც ახერხებენ.

ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებს ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ანნა პეტროსიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იმის გამო, რომ სახელმძღვანელოები მუდმივად იხსენიებენ პრეისტორიულ ხანას და ადრინდელ, უძველეს დროებს, ღია გაკვეთილიც დინოზავრების ისტორიას მიეძღვნა, რათა უფრო ღრმად შეესწავლათ საკითხი მოსწავლეებს.

კლასი დაიყო ორ ჯგუფად და შესრულდა არაერთი ჯგუფური სამუშაო. ერთ-ერთ ჯგუფს ერქვა - „დინოზავრები“, მეორე ჯგუფს კი - „ძველი დროის მეფეები“.

ჯგუფებმა წარმოადგინეს თავიანთი ჯგუფის წევრები და მათი როლები, ასევე ჯგუფის სლოგანი, რომელიც როგორც სკოლაში აფასებენ, არანაკლებ მიმზიდველი იყო.

ორივე ჯგუფმა წარადგინა დინოზავრების ტიპები, მათი ცხოვრება და ის ადგილები, სადაც ისინი ბინადრობდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩ.სოლომონმა და ჩ.დავითმა დინოზავრის ნიღბებიც კი დაამზადეს. მათ ასევე გააკეთეს ტანსაცმლის, წიგნების, ლიტერატურისა და სლაიდების მოდელები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო, მოეწყო კოგნიტური კვლევაც, რომელიც მოსწავლეებმა ჩაატარეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203