არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ მე-2 კლასში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა 
16-12-2024

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.

თარიღთან დაკავშირებით, მეორე კლასის მოსწავლეებს, მასწავლებელმა მარიამ გუბელაძემ კლასის საათზე მოთხრობა - „წითელი კნუტი" წაუკითხა. გაკვეთილზე განსხვავებულობის მიმღებლობასა და ტოლერანტობაზე დისკუსია გაიმართა.

გარდა ამისა, მასწავლებელმა, მოსწავლეებთან ერთად, პარაოლიმპიადის შესახებ ისაუბრა. გაკვეთილზე აღინიშნა, თუ როგორ წარმატებას აღწევენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და რამდენი გამარჯვებული პარაოლიმპიელი ჰყავს მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს.

ასევე, გაკვეთილზე ისაუბრეს ცნობილ მუსიკოსებსა და მეცნიერებზეც, რომელთათვისაც შეზღუდული შესაძლებლობა დაბრკოლება არ გამხდარა და მსოფლიოს გენიალურ მუსიკოსებად, მეცნიერებად და ხელოვანებად იქცნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ტოლერანტობა და თანადგომა ფურცელზე გამოხატეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203