არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებას“ მოსწავლეები ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვივნენ
16-12-2024

წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“, სხვადასხვა მიმართულებით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ სასკოლო საზოგადოებამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აქტივობა მიუძღვნა. 

სკოლის მოსწავლეები, თვითმმართველობის თავმჯდომარის - სალომე გუგავას, ინიციატივით, სკოლის მოსწავლეთა ჩართულობითა და დირექციის მხარდაჭერით, წყალტუბოს ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრს ეწვივნენ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობაში თითოეული მოსწავლე მონდომებით ჩაერთო, მათ ცენტრის ბენეფიციარებს ეს დღე გაულამაზეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203