იანეულის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის 100 წლის იუბილეს ღონისძიება მიეძღვნა
16-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში დიდი ყურადრება ექცევა, რომ მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების შესახებ ცოდნა გაიღრმაონ. 

ამ მიმართულებით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ანა კალანდაძის 100 წლის იუბილე დარჩენილა. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში თემატური ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. 

მათ ანა კალანდაძის ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203