სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო სასწავლო პროექტზე იმუშავეს
16-12-2024

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო აქტივობებში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მე-101 და მე-102 კლასების მოსწავლეებმა გეოგრაფიაში პროექტი მოამზადეს.

მათ ყურადღება სამეცნიერო ტექნიკური პროგრესისა და მეხუთეული დარგების შესახებ გაამახვილეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს და განავრცეს რატომ ხდება ინდუსტრიული რევოლუციები, რა განაპირობებს ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკურ-ეკონომიკურ პოტენციალს.

მათვე საინტერესეოდ ისაუბრეს, რას მოიცავს მაღალტექნოლოგიური დარგები და ახალი ეკონომიკური საქმიანობები. აქტივობისას გამოყვეს, რას ნიშნავს ინოვაცია, ნანოტექნოლოგია, ციფრული ეკონომიკა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ფოტო და ვიდეო სლაიდები მოამზადეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი წარმატებით განხორციელდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203