განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისკუსიის წარმართვასა და არგუმენტირებულად მსჯელობას საინტერესო აქტივობებით სწავლობენ
16-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და გამორჩეული აქტივობებითაა გაჯერებული. 

იქ უდიდესი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა არგუმენტირებულად მსჯელობა და საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ისწავლონ. 

ახლახან, მე-7 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე დისკუსიის სწორად წარმართვაზე იმედაცინეს.

მათ საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთება, სხვათა მოსმენა-გათვალისწინება, კომუნიკაცია, დისკუსიის წესები, საკუთარი და სხვათა მოსაზრებისა და შეხედულებების ანალიზის საფუძველზე დასკვნის გამოტანა ისწავლეს.

გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მიზანი მიიღწა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203