
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ იქ მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული გარემოა ჩამოყალიბებული.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, რესურსოთახი მოსწავლეებისთვის საყვარელი ადგილია, იქ სსსმ მოსწავლეებთან ერთად, ყველა დაინტერესებული მოსწავლისათვის ხელმისაწვდომია არსებული რესურსები და წიგნები. ისინი საინტერესო აქტივობებს ერთად ახორციელებენ.
ამჯერად კი, მოსწავლეები საშობაო სოფლის მაკეტების შექმნით დაკავდნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და არაჩვეულებრივი მაკეტები დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები: