„ბედნიერებაა მასწავლებლობა“- ბახვის საჯარო სკოლის დირექტორ მზია ვაშალომიძეს მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს
16-12-2024

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - მზია ვაშალომიძე უძღვება. ის სასკოლო საზოგადოების უდიდესი პატივისცემით სარგებლობს.

ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ მას მოსწავლეებმა სიურპრიზი მოუწყვეს. მზია ვაშალომიძეს მოწაფეებმა თვალების დახუჭვა სთხოვეს და მაგიდაზე ტკბილეული დაულაგეს. 

როგორც სკოლის დირექტორი ამბობს, მას ეს სითბო და სიყვარული დიდხანს გაჰყვება.

„თვალები დახუჭეთო მთხოვეს... გამიკვირდა, მაგრამ მაინც დავიხუჭე, დახუჭობანას თამაში და ლაღი ბავშვობა მომაგონდა! ჩემი ტკბილი ბავშვები! რამდენ ხანს გამყვება ეს სითბო და სიყვარული... ბედნიერებაა მასწავლებლობა, გმადლობთ ჩემო სიყვარულებო“,- წერს მზია ვაშალომიძე.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203