
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდმივად საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს მათ სურვილებს არგებენ.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკის გაკვეთილზე, პედაგოგ ნინო გვირჯიშვილის ხელმძღვანელობით გამართეს კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია.
თემა შეეხებოდა საპროგრამო გეომეტრიულ მასალას, რეკრეაციული ზონის გამწვანებას და გარკვეული საკითხების დაანგარიშებას, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა საინტერესო ნახაზებიც წარმოაჩინეს.
მოსწავლეებისთვბის სამუშაო პროცესი საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: