თხილნარის N2 საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დღეს საკლასო ღონისძიებებით გამოეხმაურნენ
13-12-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან ერთად საკუთარი უფლებების დაცვასა და სხვათა უფლებების პატივისცემას ასწავლიან. 

10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დღე აღინიშნა. თხილნარის N2 საჯარო სკოლაში თარიღს საინტერესო ღონისძიებებით გამოეხმაურნენ.

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და სახელმწიფო ენის კათედრის პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით საკლასო ღონისძიებები.

მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს ადამიანის უფლებებზე, გაიმართა დისკუსია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203