პირველი სვირის საჯარო სკოლაში, მათემატიკის კათედრის ინიციატივით, ვიქტორინა ჩატარდა 
13-12-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებისთვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა  და ინტელექტუალური, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა თაობის აღზრდაზე აქტიურად
ზრუნავენ. შესაბამისად, ხშირად ტარდება აქტივობები, რომლებიც იძლევა ამ მიზნის განხორციელების საშუალებას.

მათემატიკის კათედრის ინიციატივითა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - თემურ კურცხალიას ორგანიზებით, ჩატარდა ვიქტორინა, საბაზო საფეხურის - VII, VIII და IX კლასის გუნდებს შორის.

ვიქტორინა საინტერესო იყო იმითაც რომ ჩატარდა Kahoot! პროგრამით, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით. 

კონკურენტულ შეჯიბრში I, II, III ადგილები გაიყვეს IX, VII და VIII კლასის გუნდებმა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ სწორედ ასეთი
ვიქტორინებითა და კონკურსებით ხდება ინტელექტუალური შესაძლებლობების
გაზრდა და ფსიქოლოგიური მზადება ცხოვრების მომავალი საინტერესო ეტაპებისათვის.

„წარმატებები მათ ამ რთულ და საპასუხისმგებლო გზაზე“,- დასძენენე სკოლაში და მოსწავლეებს არაერთ საინტერესო და მათი ინტერესებს მორგებულ აქტივობას ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203