
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, მუდმივად ზრუნავენ, რომ მოსწავლებისთვის ახალი მასალის შესწავლა იყოს არა მხოლოდ შემეცნებითი და თეორიული, არამედ პრაქტიკული და ვიზუალურად აღსაქმელი.
სწორედ ასე, საინტერესოდ ისწავლეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო მასალა - „წყლის აორთქლება, წრებრუნვა“.
ბავშვებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებაზე და აღნიშნული საკითხი, ნახატის სახით წარმოაჩინეს. ბავშვებმა ფერადი ფანქრებით გადმოსცეს გზა, რასაც წყალი აორთქლებისას გადის და წრებრუნვას წარმოაჩენს.
სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრების საინტერესო აქტივობებით გამდიდრება და მათ სურვილებს მორგებული გაკვეთილების ჩატარება.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: