საჩინოს თემის N2 სკოლაში ნიადაგის დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
13-12-2024

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

წლის მანძილზე მსოფლიო ბევრ მწვანე დღეს აღნიშნავს. საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მწვანე კალენდრის დღეებს აქტიურად მიჰყვებიან. 

5 დეკემბერს მსოფლიოში ნიადაგის დაცვის დღეს აღნიშნავენ. ნიადაგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რესურსია ყველა ცოცხალი არსებისთვის.

საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მაგდა ჭიჭაღუამ მოამზადა და წარადგინა პრეზენტაცია ნიადაგზე.

მან ისაუბრა ნიადაგის შემადგენლობაზე, ტიპებზე, ნიადაგის მნიშვნელობაზე, დეგრადაციის ტიპებზე და მიზეზებზე.

ასევე შექმნა ნიმუშის მიხედვით ასეთი რესურსები როგორებიცაა - „საქართველოს ნიადაგების რუკა“ და „მსოფლიო ნიადაგების დეგრადაციის რუკა“. დამსწრე საზოგადოება ჩაერთო დისკუსიაში - არის თუ არა ნიადაგი დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნებთან და როგორ?

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი ტიპის შემეცნებითი გაკვეთილები მწვანე კალენდრიდან ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე და მოსწავლეებში გარემოსადმი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203