რაქვთის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა წყლის წრებრუნვის შესახებ საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია გამართეს
13-12-2024

თამარ ბარათაშვილის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რაქვთის საჯარო სკოლის მასწავლებლები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა სხვადასხვა საკითხი საინტერესო აქტივობების საშუალებით შეიმეცნონ. 

ამჯერად, IV კლასის მოსწავლეებმა, ბუნების პედაგოგ გულნარა სურმანიძის ხელმძღვანელობით, საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია გამართეს. 

აღნიშნული პრეზენტაციის თემა წყლის წრებრუნვა გახლდათ. მის ფარგლებში, მეოთხეკლასელებმა საკუთარი ნახატებით გადმოსცეს, თუ როგორ აღიქვეს და გაიაზრეს წყლის ბრუნვა დედამიწაზე.

აქტივობის მიზანი აღქმა, გაგება და გააზრება გახლდათ. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203