ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით კონკურსს შეუერთდნენ
13-12-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებენ, რადგან მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით, მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ და ახალისებენ მათ ჩართულობას ეკოკონკურსებსა და ღონისძიებებში. 

ამჯერად, ლასურიაში საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტუალური პრობლემების გადაჭრის შესახებ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლებისთვის გამოცხადებულ კონკურსს შეუერთდნენ.

მოსწავლეები კონკურსში აქტიურად და დიდი შემართებით ჩაერთნენ. 

პროექტის სახელწოდებაა - „ბუნება შენგან მოვლა-პატრონობას ელოდება“. პროექტის
მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გარემოს დაცვისკენ მოწოდება. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა გადწყვიტეს იმ ტერიტორიების დასუფთავება, რომელიც სკოლის მიმდებარედ მდებარეობს და დაბინძურებულია, გააცნეს სკოლის
მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თემის მოსახლეობას პროექტის
შინაარსი და დაამზადეს ბროშურები ინფორმაციიისთვის.

მე-11 კლასის მოსწავლემ ნინი ხეცურიანმა გააკეთა საინტერესო პრეზენტაცია.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203