მზადება ჯადოსნური ახალი წლისთვის და დიდი ჟრიამული გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში  
13-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ჯადოსნური ახალი წლისთვის მზადება დაიწყო, ბავშვები დიდი სიხარულით ერთვებიან სადღესასწაულო აქტივობებში. 

ვის, თუ არა ბავშვებს ყველაზე მეტად ახარებთ ახალი წელი, უყვართ ლეგენდები თოვლის ბაბუაზე, სიხარულით ელიან სასწაულებითა და ჯადოსნურობით სავსე პერიოდს და რაც მთავარია, სანატრელ საჩუქრებს. 

ამჯერად, მოსწავლეებმა საზიმოდ ააწყვეს ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციებით მორთეს სივრცე.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი სიხარულითა და ჟრიამულით ჩაერთნენ, შთაბეჭდილებებითა და დადებითი ემოციებით აღივსნენ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203