კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლეები საახალწლო გამოფენისთვის ემზადებიან
13-12-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა თეორული ცოდნა პრაქტიკაში განიმტკიცონ. 

ამჯერად, იქ, საახალწლო გამოფენისთვის ემზადებიან. ამისთვის კი, მოსწავლეებმა, მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა საინტერესო ნამუშევარი დაამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს არის მეწარმეობის სწავლების პრაქტიკული მეთოდი – „სწავლება კეთებით“, რომელიც მოსწავლისთვის ბევრ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ცნებას თუ მოვლენას მარტივად გასაგებს ხდის.

„ეს მეთოდი მოსწავლეს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად დაინახოს, თუ როგორ მივიდეს ბიზნეს იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე. ჩვენ ვემზადებით საახალწლო გამოფენისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203