ქუთაისის N16 სკოლის X კლასის მოსწავლეები, ხელოვნების პედაგოგთან ერთად, ხატმწერს სტუმრობდნენ
13-12-2024

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა არა მხოლოდ კონკრეტული საგნები ისწავლონ, არამედ სხვადასხვა პროფესიასა და საინტერესო ადამიანებს გაეცნონ.

ამჯერად, X კლასის მოსწავლეები და ხელოვნების პედაგოგი - მაია ფხაკაძე მხატვარსა და ხატმწერს - ოთარ შალიკიანს ეწვივნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ოთარ შალიკიანმა ბავშვებს თავისი ბიოგრაფიის შესახებ გულთბილად მოუთხრო. ხატმწერის ხელოვნებით მოხიბლულმა მოსწავლეებმა კი, აღფრთოვანება ვერ დამალეს და მის ნამუშევრებს გაფართოებული თვალებით შესცქეროდნენ.

ბოლოს, მათ ბაგრატის ტაძარიც მოინახულეს და დღე სასიამოვნოდ დაასრულეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203