საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-11 კლასელებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეს კონფერენცია მიუძღვნეს
13-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით. მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ რჩება არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა. 

4 დეკემბერს, სკოლაში ქართველი რომანტიკოსი მწერლის - ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღე აღინიშნა. ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლაში კონფერენცია მიეძღვნა. 

კონფერენციაში მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თეონა მოდებაძე გახლავთ. 

მოსწავლეებმა მოამზადეს საინტერესო თემები და ისაუბრეს ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ.

კონფერენცია მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ქართველი რომანტიკოსი პოეტის ცხოვრებიდან ბევრი უცნობი დეტალი შეიტყვეს და ცოდნა გაიღრმავეს

4 დეკემბერი ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილის დაბადების დღეა. ქართველი პოეტი 1817 წლის 4 დეკემბერს თბილისში, გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში დაიბადა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203