ქესალოსა და ქაპანახჩის საჯარო სკოლებში, პროფორიენტაციის მიმართულებით, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
13-12-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოსა და ქაპანახჩის საჯარო სკოლებში დიდი ყურადღება ექცევა, რომ მოსწავლეებმა სამომავლოდ, პროფესია გააზრებულად აირჩიონ. 

ამ მიმართულებით კი, არაერთი აქტივობა ეწყობა. მათ შესაბამის ინფორმაციას პედაგოგებიც აწვდიან და ამომწურავად ესაუბრებიან. 

ახლახან კი, სკოლებში „მარნეულის სამედიცინო კოლეჯის“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. აღსანიშნავია, რომ ორივე სკოლაში პროფორიენტაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. 

მათ მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ, საინტერესო შეკითხვები დასვეს და პასუხებიც მიიღეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა კი დრო შინაარსიანად გაატარეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203