ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საფეხბურთო ჩემპიონატში საპრიზო ადგილი დაიკავეს
13-12-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში მონდომებითა და დიდი შემართებით ერთვებიან. 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-2025“-ის ფარგლებში, ფეხბურთში მუნიციპალური ეტაპის მატჩები გაიმართა. მასში ქეშალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ. 

ახალგაზრდებმა სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და წარმატებას მიაღწიეს. ვაჟთა გუნდმა ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. 

სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ და ულოცავენ. 

გამარჯვებული გუნდები მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, თემურ შუბითიძემ დააჯილდოვა. თამაშების გამარჯვებული გუნდები, 2025 წლის გაზაფხულზე, საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის რეგიონულ თამაშებში ჩაერთვებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203