ნაბახტევის საჯარო სკოლაში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
13-12-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლაში პროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, რომლებიც ზრუნავენ, რომ მოსწავლეებმა ადამიანების უფლებების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ამჯერად, სამოქალაქოს პედაგოგმა რუსუდან კურტანიძემ, მე-8 კლასში, მოსწავლეებთან ერთად, პროექტი -„ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე“ განახორციელა. 

პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული მთელი კლასი. მე-8 კლასის მოსწავლე მარიამ ფაფაკერაშვილმა ადამიანთა უფლებათა დეკლარაციის მიღების თარიღთან დაკავშირებით ისაუბრა. მან თანაკლასელებს გააცნო ინფორმაცია, როდის მიიღო გაეროს გენერალურმა ანსამბლიამ დეკლარაცია და როდის აღიარა საქართველომ ეს დოკუმენტი.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი მოამზადეს და კლასში გააკრეს.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტისათვის, პედაგოგ რუსუდან კურტანიძეს კლასის დამრიგებელმა - მაია რიჟამაძემ და სკოლის დირექტორმა - ელზა მაისურაძემ მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203