ქუთაისის N32 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეები უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
12-12-2024

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა არაფორმალური განათლების პროექტებში წახალისებული და მხარდაჭერილია. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში ხალისითა და დიდი შემართებით მონაწილეობენ. 

28 ნოემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ „ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრს“ სტუმრობდა ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის IV კლასი, კლასის ხელმძღვანელ თამარ ციცვიძესა და „მე და საზოგადოების“ მასწავლებელ ნანა ყურუასთან ერთად.

მოსწავლეებთან შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატში. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში. კლასმა ნახა რამდენიმე ანიმაციური ფილმიც.

შეხვედრის დასასრულს ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სიმბოლური სერტიფიკატები გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203