„ლექსო, ამოგთქომ, ოხერო...“ - იყალთოს საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
12-12-2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ემახურება. 

10 დეკემბერს, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, ჩატარდა ლიტერატურული საღამო თემაზე - „ლექსო, ამოგთქომ, ოხერო...“

ღონისძიება მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

VI -XI კლასების მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართველი ხალხის კულტურული წარსულის, მისი მდიდარი ხალხური შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს სხვადასხავა თემაზე შექმნილი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, აგრეთვე, იყალთოელი სახალხო მთქმელების ლექსები. მოისმინეს ჩანაწერები ავტორთა შესრულებით. დიდი ინტერესი გამოიწვია იყალთოური იუმორის ნიმუშების გაცნობამ. ასევე, გაიმართა შეჯიბრება გამოცანებში.

საღამომ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203