
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისი დაიწყო.
მოსწავლეებმა ნაძვის ხე უკვე დადგეს და საახალწლო დეკორაციებიც გამოფინეს. ბავშვებმა ერთმანეთს ჯადოსნური საახალწლო განწყობა და მღელვარება გაუზიარეს და ბევრი იმხიარულეს.
აღსანიშნავია, რომ ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას და მათთვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნას დიდი ყურადღება ეთმობა. შესაბამისად, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ და აკადემიურ განათლებასთან ერთად სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: