ჯადოსნური წინასაახალწლო-საშობაო განწყობა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში
12-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში წინასაახალწლო-საშობაო განწყობა ტრიალებს. 

ამ ჯადოსნურ დღესასწაულს გასაკუთრებულად ელოდებიან ყველაზე პატარები - პირველკლასელები. 

I კლასის მოსწავლეებმა ნაძვის ხე უკვე დადგეს და კლასი საახალსწლო დეკორაციებითაც მორთეს.  პატარებმა დამრიგებელთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და ამ ბედნერი დღის ამსახველი კადრები უკვდავყვეს.

მოსწავლეთა დამრიგებელი თინათინ ბლიაძე გახლავთ, რომელიც მოსწავლეთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავს და ბავშვებს მათ ინტერესებსა და სურვილებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203